სოფელ მაწიმში ხანძარი ლოკალიზებულია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ speqtri.ge-ს მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა.
ცეცხლი დღის პირველ ნახევარში ბუჩქნარს მოედო და 15 ჰექტარზე გავრცელდა.

-"დაახლოებით 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, ახლაც ადგილზე არიან. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მხოლოდ ეკალ-ბარდები იწვის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ განადგურებულა,".

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google