ლაგოდეხში ხანძარია - ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია. ცეცხლი 6-7 ჰექტრამდე ხმელ ბალახსა და სავარგულებს უკიდია.
ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.  ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 
ადგილზე იმყოფება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი

-"მუშაობს მძიმე ტექნიკა, ნაკვეთები უნდა გადაიხნას, რათა ცეცხლი მეტად აღარ გავრცელდეს. სავარაუდოდ, ხანძარი გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. ახლოშია საცხოვრებელი სახლები, თუმცა გავრცელების საშიშროება არ არსებობს.", განუცხადა speqtri.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, ლაგოდეხში ხანძარს გუშინაც ებრძოდნენ. სოფელ მაწიმში დაახლოებით 15 ჰექტრამდე ბუჩქნარი დაიწვა.
| Print |
FaceBook Twitter Google