ზემო კაჭრეთში ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
ამ წუთებში ხანძარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში. ცეცხლი ტყვის ქვედა საფარსა და საძოვარს უკიდია, ასევე, ეკალბარდსა და ბალახს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. 

დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

უწყების ცნობითვე, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ხანძარი დიდ მასშტაბზეა გავრცელებული, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცნობისთვის, ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაშიც.


| Print |
FaceBook Twitter Google