ახმეტაში ხუთსულიანი ოჯახის სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში ვერსკიანების ხუთსულიან ოჯახში საცხოვრებელი სახლის ჭერი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს და მეტად აღარ გავრცელდა.
-"აივანზე ჰქონიათ თივა. აქვე ახლოს კრაზანების ბუდე ყოფილა, რასაც ცეცხლი წაუკიდეს ბავშვებმა, შემდეგ თივას მოედო და ჭერზე გავრცელდა. მხოლოდ ჭერი დაიწვა, მაშველებმა მოასწრეს ჩაქრობა, საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადარჩა. ოჯახს მოვუძებნეთ დროებითი თავშესაფარი. კომისია დაითვლის ზარალს და  სახურავის გადახურვაშიც დავეხმარებით,"-განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში. იწვის ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და სავარგულები.


| Print |
FaceBook Twitter Google