სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
უწყების ინფორმაციით,  ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში  ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო- სამაშველო ტექნიკა ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე- მაშველი.

ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს.

ამავე თემაზე:

სოფელ მაწიმში ხანძარი ლოკალიზებულია

ახმეტაში ხუთსულიანი ოჯახის სახლი ნაწილობრივ დაიწვა
| Print |
FaceBook Twitter Google