ლაგოდეხში ისევ ხანძარია
ამ წუთებში ხანძარია ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბუჩქნარსა და ეკალ-ბარდებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, დამატებითი ბრიგადა კიდევ მიემართება. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღეს ეს მეორე ხანძარია. სოფელ შრომაში 15 ჰექტრამდე ბუჩქნარი და სავარგულები დაიწვა.



| Print |
FaceBook Twitter Google