ახალი ამბები
რუსთავი 2 კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმაც დატოვა
სამწუხაროდ, დავტოვე რუსთავი 2, სადაც 10 წელი გავატარე და ვიქნები იქ, სადაც ჩემი გუნდი, ჩემი რუსთავიორელები იქნებიან -ტელეკომპანია რუსთავი 2 კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმა ია გულიაშვილმაც დატოვა.
-"რა პროცესები მიმდინარეობდა ტელევიზიაში, ყველამ ერთად ვნახეთ. მას შემდეგ, რაც საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს, მოისპო გარანტია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა შენარჩუნებული. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის თავისუფლება, რაც მქონდა კურიერში მუშაობის დროს და ამ კურიერში ფაქტია, ასე აღარ იქნება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი გუნდის მიერ არჩეული დასავლური ღირებულებების ხაზი და ვერაფრით ვიქნები რუსეთის მეხოტბე. ჯერ კიდევ, 2015 წელს, როცა ამჟამინდელმა მფლობელმა პრესკონფერენცია გამართა, ზონდერ ჟურნალისტად მომიხსენია და დამპირდა, რომ მის ტელევიზიაში ვეღარ ვიმუშავებდი. სამწუხაროდ, დავტოვე რუსთავი 2, სადაც 10 წელი გავატარე და ვიქნები იქ, სადაც ჩემი გუნდი, ჩემი რუსთავიორელები იქნებიან, სადაც ერთად ვიბრძოლებთ, მოვიპოვოთ თავისუფლება და არ ვიყოთ არავისი მონები,"-აღნიშნა ია გულიაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, გუშინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც "რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ეთერში "კურიერის" არც ერთი გამოშვება არ გასულა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა "ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
17:06 / 13.07.2020
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე კულტურის სახლს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:51 / 13.07.2020
პრევენციის მიზნით, სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული
ტესტირება მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის,
თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ტესტირება კიდევ 400-მდე პირს
ჩაუტარდა.
პრევენციის მიზნით, სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ტესტირება კიდევ 400-მდე პირს ჩაუტარდა.
16:34 / 10.07.2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია
ჩაუტარდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
11:07 / 10.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
USD
USD
1
3.0624
GBP
GBP
1
3.8617
TRY
TRY
1
0.4460
RUB
RUB
100
4.3016
ამინდი
გურჯაანი 21 / 31 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 19 / 31 °C
img
სიღნაღი 22 / 34 °C
img
ლაგოდეხი 21 / 29 °C
img
ყვარელი 21 / 31 °C
img
თელავი 19 / 28 °C
img
ახმეტა 19 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.