სიღნაღში ფესტივალი "ახალგაზრდული დღეები" გაიმართება
"ახალგაზრდული დღეები"- ასე ჰქვია ფესტივალს, რომელსაც 5, 6 და 7 სექტემბერს სიღნაღი უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონიძიებები:

• შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში
• შეჯიბრება ფეხბურთში
• ინტელაქტუალური შეჯიბრება-„წიგნის ჭია“;
• დღის ბოლოს, ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენება
• ჭადრაკის ტურნირი
• გასართობ, ინტელექტუალურ შეჯიბრება-„ცოდნა ნაყინია“

ფესტივალის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, პარალელურად  სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ფესტივალი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google