თელავში ლუდის ფესტივალი დღეს იწყება
23, 24 და 25 აგვისტოს თელავი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება 18:00 სთ-ზე დაიწყება და 23:00სთ-მდე გასტანს.
-"3 დღის განმავლობაში უგემრიელესი ლუდი, გემოვნებიანი მუსიკა და ძალიან მაგარი განწყობა გელოდებათ, ერთად ავახმაუროდ სამეფო ქალაქი თელავი, უგემრიელეს ლუდთან ერთად,"-აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი ლუდის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. მას ტრადიციული სახე აქვს და უკვე რამდენიმე წელია ტარდება.

დასწრება თავისუფალია.


იხილეთ ამავე თემაზე:

ხილის რთველის დასასრული გურჯაანში ფესტივალით აღნიშნეს 
ღვინის ფესტივალზე გურჯაანმა 37 მედალი აიღო
თელავის „ჭაჭის ფესტივალზე“ გურჯაანმა სამი მედალი აიღო 
თელავში ჭაჭის ფესტივალი მიმდინარეობს
ღვინის ფესტივალი გურჯაანში [Photo]
გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2018 მიმდინარეობს

| Print |
FaceBook Twitter Google