გერმანიაში პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
ახმეტაში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში გვიან საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში პანკისელი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს, ადასტურებენ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე პოლიციას სავარაუდოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

2015 წლის 28 მაისს, თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს. მას მანქანიდან ესროლეს. 


| Print |
FaceBook Twitter Google