ყვარელში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება - ქრობის პროცესში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძრის ქრობის პროცესში მეორე ვერტფრენი და საგანგებო სიტუაციების მეხანძრე მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო.
ამ დროისათვის ტყეში 250-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, სატყეო სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები არიან ჩართული, რომლებიც მაშველებს სპეციალური წყლით სავსე ზურგჩანთების გადატანაში ეხმარებიან.

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის, დავით ალადაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მრავალწლიან ფოთლოვან ტყესაც მოედო.

ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზებას ხელს უშლის, ხანძრის მასშტაბი უკვე 10 ჰექტრამდე გაიზარდა.


იხილეთ ამავე თემაზე:

სოფელ შაქრიანში ხანძარია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძარი გაჩნდა
სოფელ ჩუმლაყში,საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სოფელ ზემო ხოდაშენში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძარი თელავში- დამწვარია ვენახები




| Print |
FaceBook Twitter Google