ყვარელში ხანძარს სამი ვერტმფრენი აქრობს
ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ჯერ ისევ ვერ ხერხდება, რის გამოც ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.
შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, ხანძრის ლოკალიზებას კი ცოცხალი ძალა ცდილობს. 

ცნობისთვის, ახალსოფლის ტყეში, ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google