ყვარელში ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ღია კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სამი ვეტმფრენი მუშაობს.  მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, ადგილზე იმყოფებიან  მეხანძრე-მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ამ ეტაპზე დაკვამლიანება შემცირდა.

ხანძრის ლიკვიდაციისათვის შექმნილი შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური მძიმე ტექნიკა. ასევე ადგილზე იმყოფებიან კახეთის და თბილისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 10 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.

ცნობისთვის, ახალსოფლის ტყეში, ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.


ამავე თემაზე:
სოფელ შაქრიანში ხანძარია
ლაგოდეხში ისევ ხანძარია
ზემო კაჭრეთში ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო


| Print |
FaceBook Twitter Google