თელავში ტრადიციული ლუდის ფესტივალი გაიმართა
თელავმა სამი დღის განმავლობაში ტრადიციულ ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძება ლუდის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
-"ლუდის სახლის ოთხი ფილიალი მაქვს თელავში. ფესტივალი ტარდება ერთი მხრივ პოპულარიზაციის მიზნით, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც ახალგაზრდების გარეთ გამოყვანა და გართობაა. 

მგონი გამოგვივიდა, ხალხი კმაყოფილია და ღონისძიებაც შედგა,"-აღნიშნა ლუდის სახლების მფლობელმა ალექსანდრე ჭუაძემ.

თელავის მკვიდრის ირინა ძამუკაშვილის თქმით, მსგავსი ფესტივალი ხელს უწყობს ქალაქის გამოცოცხლებას.

-"აქ ჩემს მეგობრებთან ერთად მოვედი, კარგი განწყობაა, გემრიელი ლუდია და სასიამოვნო მუსიკა. ხშირად უნდა იმართებოდეს მსგავსი აქტივობები, ქალაქს სიცოცხლე ეტყობა."

როგორც ალექსანდრე ჭუაძემ აღნიშნა, მომავალ წელს ლუდის ფესტივალი სავარაუდოდ ცივის მთაზე ჩატარდება. 

| Print |
FaceBook Twitter Google