ყვარელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ხანძრის ღია კერები და დაკვამლიანება ამ დროისთვის უკვე აღარ შეინიშნება, თუმცა ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა.

დღეს დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია აღარ მონაწილეობს.

ცნობისთვის, ხანძარი ტყეში 23 აგვისტოს გაჩნდა.



ამავე თემაზე:

სოფელ შაქრიანში ხანძარია
სოფელ შრომაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ლაგოდეხში ხანძარია - ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

| Print |
FaceBook Twitter Google