პოლიციამ სოფელ ძირკოკიდან დაკარგული ახალგაზრდა იპოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგულ 34 წლის მამაკაცს სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.
ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს.

ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.


გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა.


ამავე თემაზე:
სოფელ ძირკოკში ახალგაზრდა მწყემსს ეძებენ






| Print |
FaceBook Twitter Google