3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა [Video]
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა თბილისში, პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. კადრები მაღაზია აიპლიუსის გარე სათავლთვალო კამერამ დააფიქსირა.

ქალმა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. 

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჟვანიას კლინიკის ექიმის, ნათია ვასაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.




| Print |
FaceBook Twitter Google