პრეზიდენტმა მარიამობასთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალბატონია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.



იხილეთ ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა ოთხი შვილის დედა შეიწყალა
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
გიორგი მარგველაშვილმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა




| Print |
FaceBook Twitter Google