ახალი ამბები
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდაზე 20 კმ-ის გავლა ქალაქში მოგიწევთ [Video]
როგორც უკვე ცნობილია, საკანონმდებლო კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის გამოცდა რეალურ საგზაო სივრცეში ჩატარდება.
შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს დაახლოებით 20 კმ-ის გავლა მოუწევს.

B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება ყველა იმ სერვისცენტრში, სადაც მომსახურების სააგენტოა, გარდა თბილისისა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, პირველ ეტაპზე შეზღუდვა იქნება ზუგდიდსა და ფოთში. მძღოლობის კანდიდატს წინასწარ არ ეცოდინება რომელ მარშრუტზე მოუწევს გადაადგილება. ყველა სხვა კატეგორიისთვის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუთაისსა და რუსთავში. 

გამოცდის თეორიული ნაწილის მოქმედების ვადა ერთი თვიდან ერთ წლამდე იზრდება, მინიმალური ასაკი კი 17-ის ნაცვლად 18 წელი იქნება. 

კანონპროექტში ასევე გაწერილია ახალი კატეგორიების შემოღება და მოპედების რეგისტრაცია. 

-"გვემატება AM და A2 კატეგორია. AM გულისხმობს მსუბუქი კვადროციკლებისა და მოპედების კატეგორიას. ამის მიღება მხოლოდ თეორიული გამოცდით იქნება შესაძლებელი. თუ მძღოლს სხვა კატეგორი უკვე აქვს, AM ავტომატურად მიენიჭება. A2 ეს არის მოტოციკლების კატეგორია.,"-აცხადებს მომსახურების სააგენტოს დირექტორი მარინა მორგოშია.

კანონის ძალაში შესვლისთანავე მოპედების რეგისტრაცია დაიწყება და აღნიშნულ ტრანსპორტს სახელმწიფო ნომერი მიენიჭება, რაც "ჭკვიანი კამერების" მიერ აღქმადი იქნება.

საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა, ცვლილებები პარლამენტშია გადაგზავნილი. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ მომსახურების სააგენტოს სიახლეების დასანერგად დაახლოებით ერთი თვე დასჭრიდება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების
შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500
ლარი დაეკისრება.
დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500 ლარი დაეკისრება.
18:55 / 04.06.2020
საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში სულ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21
იურიდიული პირი დაჯარიმდა. - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ
COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ
გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
18:29 / 04.06.2020
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში არსებული ბაზრის
მესაკუთრე, ამბობს, ვაჭრობა ხვალ, 5 ივნისიდან განახლდება.
თუმცა, პირველ ეტაპზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში არსებული ბაზრის მესაკუთრე, ამბობს, ვაჭრობა ხვალ, 5 ივნისიდან განახლდება. თუმცა, პირველ ეტაპზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
14:12 / 04.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 მაისიდან 31
მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155
ფაქტი გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.
12:28 / 04.06.2020
დღეის მდგომარეობით, კახეთის
რეგიონში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქე იმყოფება. რაც შეეხება
კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე 186 მოქალაქეა
განთავსებული.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქე იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 5 ლოკაციაზე 186 მოქალაქეა განთავსებული.
11:14 / 04.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3422
USD
USD
1
2.9841
GBP
GBP
1
3.7394
TRY
TRY
1
0.4413
RUB
RUB
100
4.3130
ამინდი
გურჯაანი 15 / 31 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 13 / 28 °C
img
ყვარელი 15 / 31 °C
img
თელავი 14 / 27 °C
img
ახმეტა 13 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.