ლაგოდეხში 317 აბონენტს შესაძლოა წყლის დავალიანება ჩამოეწეროს
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ", შესაძლოა, ლაგოდეხში 317 აბონენეტს დავალიანება ჩამოაწეროს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ იმსჯელა.

-" მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, 13 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს, მარტის თვეში 317 აბონენტის გამრიცხვლეიანება მოხდა. წყალმომარაგების კუთხით რაღაცები ისევ მოსაწესრიგებელია, სამუშაოები ჩასატარებელია. მუნიციპალიტეტის ინიციატივა იყო, რომ ამ 317 აბონენტს დავალიანება ჩამოეწეროს, ქსელი მოწესრიგდეს და შემდეგ მოხდეს აბონენტებზე წყლის გადასახადის დარიცხვა,"-აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა speqtri.ge-სთან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში გამოაცხადებს.


| Print |
FaceBook Twitter Google