მდინარე ალაზანში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მიმდებარედ, მდინარე ალაზანში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ბავშვი  სოფელ კოლაგიდანაა.
როგორც speqtri.ge-ს სოფელ კოლაგის დეპუტატმა საკრებულოში ზურაბ წინწალაშვილმა განუცხადა, ის მდინარეზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იყო წასული და შემთხვევაც ამ დროს მოხდა.

არასრულწლოვანის ცხედარი მდინარიდან მყვინთავების დახმარებით უკვე ამოიყვანეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.




| Print |
FaceBook Twitter Google