თელავის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც speqtri.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაოები 14 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი ჩველებრივ 16 სექტემბერს განახლდება. შესაძლოა, რეაბილიტაცია ვერ დასრულდეს ლაფანყურისა და ყარაჯალის სკოლებში, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, აქ გარე სამუშაოებია ჩასატარებელი და შესაბამისად, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. ასევე, მიმდინარეობს N4 საჯარო სკოლის შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია.

მერიის ცნობითვე, სამუშაოების ჩასატარებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 970 000 ლარი გამოყო.


| Print |
FaceBook Twitter Google