წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
8-დან 22 სექტემბრამდე წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებლებმა და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის შექმნილი და 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული პან-კავკასიური ორკესტრი წარადგინეს.

საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე აშენდა ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL). სასტუმროს პირველი სტუმრები სწორედ პან-კავკასიური ორკესტრის მუსიკოსები არიან. 70 ნომრიანი სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი სასტუმრო იქნება,


| Print |
FaceBook Twitter Google