სიღნაღის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში სველი წერტილების და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ანაგის, საქობოს, მაღაროს, ნუკრიანის N2, ილიაწმინდის და ბოდბის სკოლებში რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო ვაქირის, სიღნაღის, ხირსის და ნუკრიანის N1 საჯარო სკოლებში სამუშაოები გრძელდება.

რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოყოფილი.


| Print |
FaceBook Twitter Google