გურჯაანის საკრებულომ ამორტიზებული "ზამთარ-ზაფხული" ჩამოწერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბალანსზე არსებული ამორტიზებული ნივთების ჩამოწერას.
ნუსხაში სულ 52 ნივთია, მათ შორის ზამთარ-ზაფხული.

როგორც საკითხის წარმდგენმა განმარტა, საუბარია პეიზაჟზე. თუმცა დოკუმენტში მინიშნება იმაზე, რომ ნახატი იგულისხმება, არ არის.

აღნიშნულ ფაქტს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან სატირულ-იუმორისტული შეფასებები მოჰყვა.

-"მუნიციპალიტეტმა შექმნა კომისია, ჩამოწერეს  ისეთი ნივთები, რომელიც გამოუსადეგარი და გადასაყრელია, მათ შორის 39-ე არის ზამთარ-ზაფხული. ჩამოწერეს იმიტომ რომ გამოუსადეგარია. ზამთარ-ზაფხულის ჩამოწერას საკრებულოს უმრავლესობამ დიდი ზარ-ზეიმით მხარი დაუჭირა. ამაზე თავადაც კი გაეცინათ, მაგრამ მაინც ხელი ასწიეს. მგონი "ცისფერი მთები" მოგონებაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუშაობასთან,"-აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა ნიჟარაძემ.


იხილეთ ამავე თმაზე:

გურჯაანის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით საუკეთესო შედეგი ლაგოდეხს აქვს
გურჯაანში დამატებით კიდევ შვიდი პროექტი განხორციელოდება
გურჯაანის დელეგაცია უჯიატე-ტრევანოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა





| Print |
FaceBook Twitter Google