გურჯაანის საკრებულო -"ზამთარ-ზაფხულში" კონდიციონერი იგულისხმებოდა და არა ნახატი
მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "ზამთარ-ზაფხული" ჩამოწერა,  საკრებულოს აპარატის მხრიდან განმარტება მოჰყვა.

როგორც საკითხის წარმდგენმა სესიაზე აღნიშნა, ჩამოიწერა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბალანსზე არსებული ნახატი და "ზამთარ-ზაფხულიც" ამას გულისხმობდა, თუმცა აპარატის უფროსმა განმარტა, რომ საკითხი რეალურად ეხება კონდიციონერს და არა პეიზაჟს.

"ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ ჩამოვწერეთ ძველი, ამორტიზებული კონდიციონერი. პროექტში შემოკლებით ეწერა ზამთარ-ზაფხული, რეალურად იგულისხმებოდა კონდიციონერი და არა ნახატი,"-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა თინათინ ბიწაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google