აქცია თელავში - ლაფანყურის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლები, სოფლიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ისინი აცხადებენ,  თუკი ჰესი აშენდება, უნიკალური ჯიშის ხეებს გაკაფავენ და საფრთხე დაემუქრება ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას. აგრეთვე, ამასთანავე მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ კომპეტენტური პირები ამ დრომდე არ შეხვედრიან და გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

იმ ტერიტორიისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ლაფანყურელები დღეიდან მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებს არც შპს ,,ართანა- ლოპოტა პესის" და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრიან.


| Print |
FaceBook Twitter Google