სტიქიამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი: სიღნაღი, გურჯაანი და ლაგოდეხი დააზარალა.


წინასარი ინფორმაციით, დაისეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი: ჩუმლაყი, ახაში, მუკუზანი და ველისციხე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა, ქალაქ ლაგოდეხში კი, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
| Print |
FaceBook Twitter Google