სტიქიის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში 6 სახლის სახურავი დაზიანდა
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახლის სახურავი დაზიანდა ექვს ოჯახში: ახაშენში, ველისციხეში, მუკუზანში, ვაზისუბანსა და კალაურში.

მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრნენ.

როგორც მერიაში განმარტავენ, კომისია ადგილზე შეისწავლის ზარალის ოდენობას და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს დაზარალებულთა ოჯახებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სტიქიამ გურჯაანის გარდა, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტიქია /