კომპანია ლაფანყურში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს კანონს დაემორჩილონ
მესამე დღეა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ნაწილი მდინარე ლოპოტასკენმიმავალ გზაზე 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს. მათი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ  ტერიტორიაზე ტექნიკა უნდა შეიყვანონ.
,,არ ვუშინდებით ამინდს, კარვები გვაქვს და ვმორიგეობთ მუდმივად. ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ჰესის აშენების შედეგად განადგურდება წითელ წიგნში შეტანილი უნიკალირი სახეობის ხეები, ნადგურდება ფლორა და ფაუნა, პრობლემები შეიქმნება სარწყავი წყლის მიმართულებით. ჰესის გამო საფრთხე ემუქრება სოფელს ჩვენ ამას არ დავუშვებთ.,"- აცხადებენ ადგილობრივები.

მდინარე ლოპოტაზე ჰესის აშენებას შპს ,"ართანა ლოპოტა" გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მშენებლობისთვის საჭირო ყველა ნებართვა კანონის დაცვით არის გაცემული. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ბოლო დღეებში სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის განცხადებებმა, საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო. სოფლის მოსახლეობისგან მუსირებს აზრი, რომ კომპანია „ართანა -ლოპოტას“ არ გააჩნია შესაბამისი ნებართვები და უკანონოდ აშენებს ჰესს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ შესაბამის ნებართვებს, რომელიც კანონის სრული დაცვით კომპანიამ სხვადასხვა უწყებებიდან მოიპოვა:
სამშენებლო ნებართვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება N122-04 და ნებართვა 601. ეს ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535).
ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები.
- სამშენებლო ობიექტის კორიდორში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე.
ყველა ამ საბუთის და მიწების საკუთრების გადამოწმება მარტივად შეიძლება შესაბამისი დაწესებულების საიტებზე და საჯარო რეესტრში, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ამ ველზე : in public domain.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნებართვების გასაჩივრების პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. ეს ვადა უკვე ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებულ კანონიერ ნებართვებზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობდა.
ჩვენი სიტყვიერი თუ წერილობითი თხოვნის მიუხედავად (ბოლოს 2019 წლის 6 ივნისს, სატელეფონო მიმოწერით) მერის წარმომადგენელმა სოფელ ლაფანყურში მორისს პარკინაშვილმა , არ შეგვატყობინა ვინ და რატომ იყო ამ პროექტის წინააღმდეგი. უფრო მეტიც, არ შესრულდა მის მიერ დაპირება, რომ აღნიშნულის შესახებ წერილობით შეგვატყობინებდა.
სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ, თელავის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, კიდევ ერთი შეხვედრის მოწყობა შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ამა წლის აგვისტოში. შეხვედრის კონსტრუქციულიად ჩატარების მიზნით კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნდა შეხვედრის ჩატარება ქალაქ თელავში და ორგანიზება გაუკეთე შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობას შეხვედრაში. სამწუხაროდ ამ შემოთავაზებაზე კომპანიამ სოფლის მოსახლებოსიგან პასუხი არ მიიღო.
საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება , როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , კომპანია მიმართავს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას.
ამავე დროს კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ მზად არის კონსტრუქციულ ატმოსფეროში შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და შეასრულოს ის ვალდებულებები რაც კომპანიამ დაიკისრა სოფლის მოსახლებოის მიმართ და შეათანხმა ჯერ კიდევ 2018 წელს სოფლის ხელმძღვანელობასთან,,- ნათქვამია განცხადებაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 29 აპრილს რუსული კანონის
მხარდასაჭერ აქციას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
პარტიამ განცხადება გაავრცელა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადება გაავრცელა.
12:56 / 22.04.2024
“არა რუსულ კანონს” - აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო
აქციებს მართავენ. რუსთაველის გამზირი ამ წუთებშიც გადაკეტილია.
“არა რუსულ კანონს” - აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. რუსთაველის გამზირი ამ წუთებშიც გადაკეტილია.
21:50 / 21.04.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „არა რუსულ კანონს!“ -
აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან, მადლობა გადაუხადა და მათი მხარდამჭერი პოსტი
სოციალურ ქსელში გააზიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „არა რუსულ კანონს!“ - აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მადლობა გადაუხადა და მათი მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გააზიარა.
23:00 / 20.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 12 / 20 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 22 °C
img
ყვარელი 15 / 26 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.