სოფელ ომალოს მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს მოსახელობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება. ამის მიზეზი გაუმართავი სათავე-ნაგებობაა, რომელიც მაისში სტიქიამ დააზიანა.
მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები კი ახმეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ დრომდე ვერ მოიძია.

დაბინძურებული წყლის შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ადვგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს.

პრობლემას ადასტურებს ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი. მისი თქმით, საკითხის გადაჭრას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გეგმავდნენ, თუმცა მოსახლეობამ პრიორიტეტად ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

-„მაისში მოსული სტიქიის შემდეგ დაზიანდა სათავე-ნაგებობა და მოსაწესრიგებელია. ვფიქრობდით, რომ სოფლის პროგრამების თანხით უნდა გაკეთებულიყო მაგრამ მოსახლეობის სურვილით ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ მოვიძიოთ თანხა და სათავე-ნაგებობა აღვადგინოთ,“-განუცხადა speqtri.ge-ს იოსებ ქარუმაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google