თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა
თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს, პირველი თოვლი მოვიდა.
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის თქმით,  ნალექი ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს არ უშლის.

"თოვლი მხოლოდ უღელტეხილზე მოვიდა, სოფლებში არ მოუთოვია. გასაკვირი არ არის ამ დროს თოვლი, ხან აგვისტოშიც კი მოსულა ამ ადგილას. ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა დღეს როდესაც თუშეთიდან მოვდიოდი გზად ოცამდე "დელიკა," შემხვდა, ტურისტები ადიოდნენ მთაში. გზა დაახლოებით 20 ოქტომბრიდან ჩაიკეტება,"- განაცხადა კახოიძემ.

ცნობისათვის, უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრიდან  მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.


| Print |
FaceBook Twitter Google