აქცია გურჯაანში - მევენახეები ყურძენზე ფასის ზრდას ითხოვენ
ამ წუთებში მევენახეების აქცია მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანთან. ახაშნის ზეგაანისა და მუკუზნის მცხოვრებლები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.
„ყურძენი ლპება და ვერ ვაბარებთ. ჯერ ისედაც დაბალი ფასი აქვს და მაგასაც არ იღებს ქარხანა. დაცინვაა 70 თეთრი, რქაწითელი ერთი ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ დანახარჯი აანაზღაუროს,“-აღნიშნა აქციის მონაწილემ ალექსანდრე ნიკულაშვილმა.

აქციის მონაწილეების შევხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი ინფორმაციით, 12:00 სთ-ზე მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი შეხვდებიან.

თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მევენახეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google