წნორში გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
ქალაქ წნორში 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. სიღნაღის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 1675 მეტრის სიგრძის ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი თითქმის დაგებულია.
ასევე პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები.

სამუშაოებისთვის 106 923 ლარი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google