თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
ამ წუთებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრები დღეს კახეთიდან დაიწყო.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უპრეცედენტოა.

-"მიგვაჩნია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში ყველა პარტიას ექნება საშუალება მოხვდეს პარლამენტში. ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც პარტიების დაფინასებისა და რეგისტრაციის წესებს შეეხებ," განაცხადა თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 

კომისია სულ 11 შეხვედრას გამართავს. განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.




| Print |
FaceBook Twitter Google