ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 17 სექტემბერს, 16:00 საათზე , აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. მისამართი, თბილის, ე. მინდელის N9.

ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ცნობისთვის, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ დამატებითი საგნების პირველად ჩამონათვალს, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩამონათვალში ცლილებები დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ.


იხილეთ ამავე თემაზე:

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
როდის გამოქვეყნდება ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები
წელს 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
| Print |
FaceBook Twitter Google