ყურძნის ბირჟა - საიტი მათთვის, ვისაც ყურძნის ყიდვა-გაყიდვა სურს
rtveli.service.ge- ეს ახლადშექმნილი საიტი მათთვისაა, ვისაც ყურძნის ყიდვა-გაყიდვა სურს. საიტზე მევენახეებს შეუძლიათ მარტივად დარეგისტრირდნენ და გააკეთონ განაცხადი ყურძნის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობის, ხარისხის, სასურველი გასაყიდი ფასისა და სხვა პირობების შესახებ.
ამავე პლატფორმაზე მეღვინეებსა და ყურძნის შემსყიდველებსაც შეუძლიათ დარეგისტრირება.

ეს არაკომერციული პროექტია და მევენახეების დახმარებისკენაა მიმართული.

-„მოვიფიქრეთ ამ პლატფორმის გაკეთება, საიტი ჯერ ტესტირების დონეზეა, რაღაცეები კიდევ დასახვეწია. მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა აქვთ, ყველაფერი მიმართულია მეღვინეების სასარგებლოდ და მათი ინტერესების დასაცავად. ყველაზე მაღალი და დაბალი ხარისხის ყურძენს ხშირად ერთი ფასი აქვს. გლეხს დრო არ რჩება, რომ მყიდველი ეძებოს და იძულებულია დაბალ ფასად ჩააბაროს მოსავალი. ფაქტობრივად, ეს საიტი იქნება ბირჟა. მევენახეს აქვე შეუძლია დარეგისტრირდეს, მიუთითოს რამდენი და რა ჯიშის ყურძენი აქვს გასაყიდი, ასევე განაცხადის გაკეთება შეუძლია მყიდველსაც,“-აღნიშნა speqtri.ge-სთან პროექტის ხელმძღვანელმა გიგა გოთოშიამ.

ამ დროისთვის საიტზე რამდენიმე განაცხადი უკვე დარეგისტრირებულია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google