კახეთში დედამ ახალშობილი სამშობიარო სახლში დატოვა
კახეთის ერთ -ერთი მუნიციპალიტეტის სამშობიარო სახლში დედამ შვილზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ახალშობილის მამასთან რთული ურთიერთობა გახდა.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფორისის მოადგილის, დალი მოსიაშვილის თქმით, ისინი ბავშვის დედას უკვე ესაუბრნენ.

,,როდესაც ახალშობილზე უარს ამბობენ, ბევრ სხვა უწყებასთან ერთად, ჩვენც მაშინვე გვატყობინებენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დედას ბავშვი არც კი უნახავს. ჩვენ შევხვდით მას და ყველა სერვისი შევთავაზეთ, სხვადასხვა სახის დახმარება, ასევე დედთა და ბავშვთა თავშესაფარში გადაყვანა, თუმცა უშედეგოდ. გოგონამ გადაწყვეტილება არ შეცვალა".

ახალშობილი ამ ეტაპზე გადაუდებელ მიმღებ ოჯახში იმყოფება, სადაც სამი თვე დარჩება. მოგვიანებით კი, სტატუსი მიენიჭება და გასაშვილებელ ბავშვთა ცენტრალიზებულ რიგში მოხვდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახალშობილი /