მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა - კვლევის შედეგები
NDI-ს (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების მომხრეა, 24% წინააღმდეგი, ხოლო ათმა პროცენტმა არ იცის ამის შესახებ.
მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი უნდა იყოს. 37%-ის აზრით კი საკანონმდებლო ორგანოში 30% ან ნაკლები ქალი უნდა იყოს და 70% ან მეტი კაცი. ოთხი პროცენტი კი მიიჩნევს, რომ 30% ან ნაკლები კაცი უნდა იყოს პარლამენტში, ხოლო ქალი 70% ან მეტი ქალი.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / კვლევა /