მოსახლეობის 57% საპენსიო ფონდს არ ენდობა- NDI
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, ფონდში დაგროვილი თანხით ისარგებლებს.
აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, საპენსიო პროგრამაში ჩართულია 18-დან 39 წლამდე ასაკის (ვისთვისაც სავალდებულოა პროგრამაში ჩართვა) 27 პროცენტი, ხოლო 40 და მეტი ასაკის - მხოლოდ 8 პროცენტი.

გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ის გადარიცხვა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, 71 პროცენტის აზრით კი, ამ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობით უნდა ხდებოდეს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / პენსია /