გამოკითხულთა 61% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 38% კი ამბობს, რომ დასაქმებულია.


უმუშევართა 34%-ის თქმით, რაც ქვეყნის მოსახლეობის 21%-ია, სამსახურს ეძებს, 9% დაინტერესებულია სამსახურით, მაგრამ არ ეძებს, 4%-ს მუშაობა არ სურს, 5% კი სტუდენტია.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.






 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / პენსია /