საბჭოთა კავშირის დაშლას გამოკითხულთა 41 % უარყოფითად აფასებს -NDI-ს კვლევა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად უმცირესობების 58%, ხოლო ქვეყანაში გამოკითხული ადამიანების 41% აფასებს.
მათი უმრავლესობა 55 წელს ზევით ასაკისაა.

2019 წლის აპრილში, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, ივლისში კი მაჩვენებელმა დაიკლო და 49% გახდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.



| Print |
FaceBook Twitter Google