მოსახლეობის 88 პროცენტს ფინანსური დანაზოგი არ გააჩნია -NDI
თქვენს ოჯახს მოულოდნელად რომ დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას - NDI-ს კვლევაში ამ კითხვას გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა უარყოფითად უპასუხა.

გამოკითხულთა 88 პროცენტმა ასევე აურყოფითი პასუხი გასცა კითხვას: - გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენს ოჯახს რამე დანაზოგი? ეროვნულ დონეზე დანაზოგი აქვს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს. დანაზოგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, 24% უმცირესობათა დასახლებებშია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.


იხილეთ ამავე თემაზე:


მოსახლეობის 57% საპენსიო ფონდს არ ენდობა- NDI
საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად გამოკითხულთა 41 % აფასებს -NDI-ს კვლევა
მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა - კვლევის შედეგები
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / დანაზოგი /