რაზე შეთანხმდნენ ლაფანყურელები და ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობასა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე ჰესის მშენებელი კომპანიის "ართანა-ლოპოტას" თანამშრომლებთან ერთად გამართული სამსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებარე კომპანია დამატებით სხვადასხვა დოკუმენტაციას გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენს.

"ართანა-ლოპოტას" წარმომადგენლებმა ეკოლოგიური საფრთხეები გამორიცხეს. მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობა გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ მოახდენს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლაფანყურში მოეწყობა და სრულად შეიცვლება სამელიორაციო სისტემა, აშენდება ახალი ხიდი, წყლის სათავე ნაგებობა და ადგილობრივებიც დასაქმდებიან.

არასამთავრობო სექტრის შეფასებით კი, კომპანიას ჰესის მშენებლობის შესახებ სოციალურ- ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს და ამ საკითხით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

შეთანხმებამდე ხმაური იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. შეხვედრა პროტესტის ნიშნად თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ იმ მიზეზით დატოვა, რომ მოსახლეობის პოზიცია ცალკეულ საკითხებზე მისი შეფასებით არგუმენტს მოკლებული იყო.


ამავე თემაზე:
კომპანია ლაფანყურში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს კანონს დაემორჩილონ
აქცია თელავში - ლაფანყურის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
| Print |
FaceBook Twitter Google