სოფელ აფენში შუალედურ არჩევნებზე ჯერ არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ლაგოდეხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.

საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ.

საოლქო კომისიამ უკვე აირჩია 6 წევრი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, კომისიის წევრი ჯერ მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

ცნობისთვის, სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა და შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო ამიტომ გახდა.

ცნობისთვის, შუალედური არჩევნები ლაგოდეხის გარდა ასევე მარტვილსა და ადიგენშიც ჩატარდება. არჩევნები სულ შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 6776 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google