"იცოცხლე გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ..."- მონო - სპექტაკლი ლეონიძის სახლ-მუზეუმში
თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო ზავრაშვილმა სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში წარმოადგინა  მონო - სპექტაკლი "იცოცხლე გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ...".

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი მწერლობის წარმომადგენლები მზია ხეთაგური, რომან ზუკაკიშვილი, ჯუბა ღებელი და ნინო სალუქვაძე, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, პედაგოგები, მოსწავლეები და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები. საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობმა ნათელა დიღმელაშვილმა,  გააცოცხლა გოგლას პერსონაჟი „ნატვრის ხიდან“ ფუფალა.

-"მონო-სპექტაკლს, რომელიც ანანოს მიერ წარმოდგენილი იქნა მაღალ დონეზე, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდობის სულიერი აღზრდის და ლიტერატურული ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ვუსურვებ ახლაგაზრდა შემოქმედსა და დეკლამატორს განაგრძოს მსგავსი, უაღრესად საინტერესო ღონისძიებების ჩატარება, რაც იქნება საჭირო და დროული საქმე თანამედროვე თაობების ზოგადი განვითარებისა ინტელექტუალური აღზრდისთვის,"-აღნიშნა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა. 



| Print |
FaceBook Twitter Google