დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს -ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.

„მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით. (წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით),“-აღნიშნულია პროექტში.
| Print |
FaceBook Twitter Google