ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
მამაკაცი, რომელმაც თელავში ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა, თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ცნობისთვის, დღეს თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. 



| Print |
FaceBook Twitter Google