ზემო ხოდაშნის სასაფლაოზე მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დამწვარი გვამი სასაფლაოზე მწყემსმა იპოვა.
გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა და სოფელ კოღოთოში მშენებლობაზე მუშაობდა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.  მომხდარზე გამძშიება შსს-მ სსკ-ის 115-ე, თვითმკვლლეობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google