თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება
პროექტის ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თელავში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

-"აღსანიშნავია, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტის განხორციელება ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის,"-აცხადებენ მუნიციპალური განვიტარების ფონდში.


| Print |
FaceBook Twitter Google